Sunday, June 23, 2013

აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკი“

საგნობრივი ჯგუფი:  ქართული ენა და ლიტერატურა
იდეა:  ამ თემის მთავარი იდეაა  ერის პატრიოტი მამულიშვილების აღზრდა. სამშობლოს  სიყვარულის ჩანერგვა. უძველესი ისტორიული წარსულისადმი  პატივისცემა და გაფრთხილება. ზრუნვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე. მისი ტერიტორიული  მთლიანობის  დაცვა.
სამიზნე ჯგუფი: 12 მოსწავლე.
შესრულების  დრო: 21.06.2013.
საგანთან კავშირი: ისტორია_მოსწავლეები გაიხსენებენ  საქართველოს ისტორიულ  წარსულს, კერძოდ  ბახტრიონის აჯანყებას.
მნიშვნელობა და აქტუალობა:  ეს პროცესი იმითაა აქტუალური,  რომ  სასწავლო  პროცესში უნდა  გაღრმავდეს  იდეა  და მრწამსი. პატრიოტული  სულისკვეთებით აღზრდილ ადამიანებს  შესწევთ ძალა შექმნან ძლიერი  ერი. დაიცვან  ისტორიული  მონაპოვარი, ეროვნული ღირებულებები. მათ უნდა  იცოდნენ , რომ სამშობლოს  სიყვარული  და ერთიანი  მიზანდასახულობა გადაარჩენს  ერს და შეუნარჩუნებს  ტერიტორიულ  მთლიანობას.
მიზნები და  შედეგები : ამ პროექტის მთავარი მიზანი  ისაა, რომ მოსწავლეებმა  გაიგონ, თუ როგორ შეგვინარჩუნეს ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი  სიცოცხლისა და სისხლის ფასად  სამი  ღვთაებრივი  საუნჯე:  ენა, მამული და სარწმუნოება. თითოეულ  მოსწავლეში უნდა  ჩაინერგოს ერის სიყვარული  და მისი  აუცილებლობა. პატივი  სცენ თავიანთი ქვეყნის ისტორილ წარსულს, კულტურულ მემკვიდრეობას და  ტრადიციებს.  სამშობლოს სიყვარულით  გამსჭვალული ადამიანი კი მზადაა დაიცვას თავისი ქვეყნის ყოველი კუთხე_ კუნჭული და თავი  არ დაზოგოს მის გადასარჩენად.
შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეები შეფასდებიან ინფორმაციის  მოძიებით,  ზეპირი  პრეზენტაციით, თავისუფალი  მსჯელობით და წერითი  სამუშაოთი.
წინარე ცოდნა: წინარე ცოდნაში  მოსწავლე უნდა ფლობდეს საქართველოს  ისტორიას. უნდა  ფლობდეს ინფორმაციას  ერის სახელოვან  მამულიშვილებზე, გმირ, თავდადებულ  მეფეებზე და სამშობლოსათვ ის  თავდადებულ გმირებზე.
სასწავლო მასალა და  ტექნიკური  რესურსები :  სახელმძღვანელო , კომპიუტერი,
ინტერტი, ვიდეომასალა, ფოტომასალა, რვეული და ავტოკალამი.
პროექტის  მსვლელობა:  სასწავლო პროექტის  პროექტის მსვლელობის დროს  მოსწავლეები  დაიყოფა 2 ჯგუფად. ერთს   მიეცემა  სამუშაოდ : ისტორიული  პირები  ,,ბაში_აჩუკში“,  ხოლო მეორეს :  მწერლის მიერ გამოგონილი  პერსონაჟები .   ჯგუფის  ლიდერები  გააკეთებენ  პრეზენტაციას.  გაიმართება მსჯელობა.   ნაწარმოების  უკეთ აღქმის მიზნით    მოსწავლეები  ნახავენ  ნაწყვეტებს  კინოფილმიდან  ,,ბაში_აჩუკი“.  აჩვენებენ ინტერნეტით  მოძიებულ  მასალებს  საქართველოს ისტორიული  წარსულიდან.  მსჯელობის  საფუძველზე მოსწავლეები  მივლენ  საბოლოო  შედეგამდე, თუ რა იყო პროექტის მიზანი. 
მოსწავლეებმა  ამ  ნაწარმოების  სწავლით  გაიგეს, თუ   რაოდენ  ძვირფასი  და  საყვარელია  სამშობლო. თუ რა  უნდა  გააკეთონ  იმის  გადასარჩენად , რაც ჩვენმა წინაპრებმა  შეგვინარჩუნეს და  დაგვიტოვეს.თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ სამშობლოს თითოეულ გოჯ მიწას და თუ საჭირო იქნა , წინაპართა მსგავსად, სისხლით დაიცვან ,, სისხლშემოსილი მამული თვისი“.

პროექტის  შეფასების რუბრიკა: თვითშეფასება(მოსწავლეები  აფასებენ საკუთარ  ნაშრომებს)
ურთიერთშეფასება ( მოსწავლეები  აფასებენ ერთმანეთის  ნაშრომებს)
მასწავლებლის  შეფასება: მასწავლებელი  უსვამს  მოსწავლეებს კითხვებს , აჯამებს მათ  ნაშრომებს  და  აძლევს  ესეს  დასაწერად: ,, ჩემი ხატია სამშობლო“
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ბართაია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  natiabartaia@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://natiabartaia.blogspot.com/        

No comments:

Post a Comment